---
title: "მუხლი 4. ლიცენზია — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/4"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ლიცენზია — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/4

1. ლიცენზია გაიცემა ადამიანის, უძრავი ან მოძრავი ნივთის, ცალკეული ღონისძიების დაცვის, დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის განხორციელებისათვის.

2. სალიცენზიო მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. ლიცენზია გაიცემა უვადოდ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/5.md
