---
title: "მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/6"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/6

1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემამდე დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/7.md
