---
title: "მუხლი 8. ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/8"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/8

ლიცენზია გაუქმდება, თუ: ა) ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გაცემიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გადაიხდის დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილ შესაბამის სალიცენზიო მოსაკრებელს; ბ) დაცვით ორგანიზაციას არ განუხორციელებია დაცვითი საქმიანობა ლიცენზიის აღებიდან 1 წლის განმავლობაში; გ) დაცვით ორგანიზაციას 1 კალენდარული წლის განმავლობაში ხუთჯერ დაეკისრა ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში; დ) გამოვლინდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, თუკი აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში; ე) დადასტურდა, რომ ლიცენზიის აღების მიზნით წარმოდგენილი იყო ყალბი ინფორმაცია; ვ) დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით; ზ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელმაც სასჯელის სახით დაადგინა ამ იურიდიული პირის ლიკვიდაცია; თ) წარმოიშვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაუქმების რომელიმე საფუძველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/9.md
