---
title: "მუხლი 28. თუშეთის დაცული ლანდშაფტი — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/28"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. თუშეთის დაცული ლანდშაფტი — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/28

1. თუშეთის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

2. თუშეთის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
ა) უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა;
ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლთა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება;
გ) მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;
დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება.

3. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ:
ა) გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა;
ბ) მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
გ) თუშეთის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა;
დ) რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა;
ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის, მხოლოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
ვ) ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ზ ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №477).

4. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად დაშვებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული აღდგენითი ღონისძიებების ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5298 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2633 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 18 თებერვლის კანონი №292 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/29.md
