---
title: "მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/4"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/4

1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმი.

2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს კახეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბებას თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე;
დ) უზრუნველყოს თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა და აღდგენა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელება.
კარი II . თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ფართობი, მდებარეობა და საზღვრები
თავი II. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457- ვებგვერდი, 05.0 4.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/5.md
