---
title: "მუხლი 42. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/42"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/42

1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებით განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი მათი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამები.

2. თუშეთის, ბაწარის, ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალების, თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისა და ილტოსა და ლაგოდეხის აღკვეთილებისათვის საქმიანობის განვითარების პროგრამები დგება დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამების სახით, რომლებიც წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმების ნაწილს, რომლებიც მტკიცდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი IX. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/43.md
