---
title: "მუხლი 49. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/49"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/49

1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" და „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.

2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ პროგრამებით.

3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4427-ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2313 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/50.md
