---
title: "მუხლი 5. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/5"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კატეგორიები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/5

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ისინი იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:
ა) თუშეთის დაცული ტერიტორიები:
ა.ა) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ა.ბ) თუშეთის ეროვნული პარკი;
ა.გ) თუშეთის დაცული ლანდშაფტი;
ბ) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები:
ბ.ა) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ.ბ) ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი;
ბ.გ) ილტოს აღკვეთილი;
გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები:
გ.ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი;
გ.ბ) ლაგოდეხის აღკვეთილი;
დ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები:
დ.ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი;
დ.ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
დ.გ) ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი;
დ.დ) ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი;
დ.ე) არწივის ხეობის ბუნების ძეგლი .
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.
თავი III . თუშეთის დაცული ტერიტორიების ფართობი, მდებარეობა და საზღვრები
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/6.md
