---
title: "მუხლი 50. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/50"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "50"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/50

1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

2. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია, უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების წესების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნათა შესრულება.

3. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4427-ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 77 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1653 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/51.md
