---
title: "მუხლი 64. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/64"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/64

1. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოების, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზება დასრულდეს 2004 წლის 1 დეკემბრამდე.

2. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიწების ინვენტარიზაცია და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები განხორციელდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე, გარდა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისა, არ ვრცელდება „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5204 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.289
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №90 - სსმ I, №48, 14.07.2008 წ., მუხ.102
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/65.md
