---
title: "მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/11"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/11

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის.

2¹. მეპაიეს აქვს საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება პრინციპის „ერთი წევრი − ერთი ხმა“ საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს ჯამურად 1 ხმა აქვს.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებისათვის ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4039 – ვებგვერდი, 28.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/12.md
