---
title: "მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/12"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/12

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წევრობიდან გასვლა;
ბ) წევრის გარიცხვა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ ლიკვიდაცია;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი:
ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;
ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13.md
