---
title: "მუხლი 13¹. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-1"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "13^1"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13¹. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 13¹ (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-1

1. მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად.

2. მეპაიეს უფლება აქვს, პაის სრულად შეტანის შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს დამატებითი შენატანი.

3. ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება, ხოლო მისი განხორციელების პირობები, აგრეთვე დივიდენდის გაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას ეს კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე.

5. (ამოღებულია - 16.12.2022, №2434).

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ამ კოოპერატივის მეპაიის მიერ დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას, აგრეთვე ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ ქონების ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის სახით შეტანისას აღნიშნული ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-2.md
