---
title: "მუხლი 13⁴. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-4"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "13^4"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13⁴. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 13⁴ (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-4

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 50%-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და აღწარმოებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასალებზე და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/14.md
