---
title: "მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/14"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/14

1. კანონი აღიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

1¹. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა.

1². საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების (მათ შორის, სახელმწიფო გრანტის) მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.

2. ამ მუხლის 1
2
პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/15.md
