---
title: "მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/15"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/15

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივს, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს, ამავე კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაფუძნება, სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რომლებზედაც არ ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, უნარჩუნდებათ აღნიშნული სტატუსი.

5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 4 თებერვლის კანონი №166 – ვებგვერდი, 08.02.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1140 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/16.md
