---
title: "მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/5"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/5

სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ნებაყოფლობითი და გამჭვირვალე წევრობა;
ბ) წევრთა მიერ კოოპერატივის დემოკრატიული კონტროლი;
გ) წევრთა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
დ) ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა;
ე) წევრთა განათლება, სწავლება, ინფორმირება;
ვ) სხვა კოოპერატივებთან თანამშრომლობა;
ზ) თემზე/საზოგადოებაზე ზრუნვა.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/6.md
