---
title: "მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/6"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/6

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, განახორციელოს ამ კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/7.md
