---
title: "მუხლი 7⁸. 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან განთავისუფლება — ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19780-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/7-8"
law: "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ"
article: "7^8"
identifier: "5274"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7⁸. 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან განთავისუფლება — ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მუხლი 7⁸ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19780-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/7-8

2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე  „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთს არ უკავშირდება, დასრულდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე, 2022 წლის 1 იანვრამდე დადგენილი წესით.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1051 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19780-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/7-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19780-pizikuri-da-kerdzo-samartlis-iuridiuli-pirebis-mplobelobashi-sargeblob/7-9.md
