---
title: "მუხლი 16. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/16"
law: "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 19798"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/16

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უფლება აქვს ეწეოდეს არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდან მიღებული შემოსავალიც, პირველ რიგში, გამოყენებული უნდა იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია განახორციელოს არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის შემდეგი სახეობები: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების, მათ შორის, იმ სახურავის, სხვენის, სარდაფის, მიწის ნაკვეთის, რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში, სარგებლობის უფლებით გაცემა ან გასხვისება. ეს პუნქტი არ ეხება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ სამეურნეო სათავსებს; ბ) ფულადი სახსრების ბანკებში ან სხვა საკრედიტო დაწესებულებებში განთავსება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/17.md
