---
title: "მუხლი 27. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევა — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/27"
law: "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 19798"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევა — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/27

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ.

4. კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით.

5. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/28.md
