---
title: "მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/30"
law: "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 19798"
adopted: "2007-07-11"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი — ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/30

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ: ა) მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი; ბ) ამ კანონის მე-14 მუხლის სრულად ამოქმედებისათვის საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილებები „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონებში.

2. ვიდრე საქართველოს მთავრობა არ განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესს, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ვრცელდება იმ მრავალბინიანი სახლის შენობაში განთავსებულ სამეურნეო სათავსებზე, რომლებშიც ამ კანონის მიხედვით იქმნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი არ გავრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისადმი მიკუთვნება (საზღვრების დადგენა) უკვე განხორციელდა ზემოაღნიშნული წესის მიღებამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19798-binatmesakutreta-amkhanagobis-shesakheb/31.md
