---
title: "მუხლი 5. საინვესტიციო ფონდის განაცხადი — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/5"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1981090"
adopted: "2013-07-24"
consolidated_as_of: "2020-07-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-10-19"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საინვესტიციო ფონდის განაცხადი — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-10-19.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2020-07-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/5

საზედამხედველო ორგანოში წარდგენილ საინვესტიციო ფონდის განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) კომპანიის რეკვიზიტები;
ბ) მმართველის (მმართველების), სპეციალიზებული დეპოზიტარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აუდიტორის (რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში) ან სხვა მომსახურე პირთა ვინაობა და მისამართები;
გ) ყველა მისამართი, რომლებიც ფონდის მონაწილემ (ინვესტორმა) უნდა იცოდეს, რათა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ფონდის შესახებ, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება;
დ) ფონდში ახალი მონაწილის (ინვესტორის) შეყვანის პირობები;
ე) ფონდის მართვისათვის მმართველის (მმართველების) სასარგებლოდ  გადასახდელი გადასახდელები;
ვ) ფონდის წესები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/6.md
