---
title: "მუხლი 6. საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/6"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1981090"
adopted: "2013-07-24"
consolidated_as_of: "2020-07-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-10-19"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-10-19.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-07-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/6

1. იმ ხელშეკრულების (წესდების) გარეკანზე, რომელიც ეხება ფულადი საშუალებების მოზიდვას, მითითებული უნდა იყოს საინვესტიციო ფონდის სახე.

2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილისათვის (ინვესტორისათვის) კონკრეტული შემოსავლის დაპირება.

3. თუ გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდს მომსახურებას უწევს დაკავშირებული პირი ან ამ ფონდის მმართველი ან რეგისტრირებული მესაკუთრე არის დაკავშირებული პირი, საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს.

4. ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდი ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია 7 სამუშაო დღის ვადაში  წარუდგინოს საზედამხედველო ორგანოს.

5. საინვესტიციო ფონდის მმართველი ან/და მმართველი კომპანია ვალდებულია წარადგინოს ფონდის წლიური, ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგება, აგრეთვე მიმდინარე ანგარიშები, რომელთა ძირითადი შინაარსი ან განსხვავებული ფორმატი განისაზღვრება საზედამხედველო ორგანოს წესებით. ანგარიშგების წარდგენის ვადა იგივეა, რაც დადგენილია ანგარიშვალდებული საწარმოსთვის, თუ სხვა რამ არ იქნა დადგენილი საზედამხედველო ორგანოს მიერ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/7.md
