---
title: "მუხლი 7. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი) — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/7"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1981090"
adopted: "2013-07-24"
consolidated_as_of: "2020-07-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-10-19"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი) — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-10-19.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-07-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/7

1. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი) თავად ახდენს შესაბამისობის დეკლარირებას და დეკლარაციაში ირწმუნება, რომ მან იცის ფონდში მონაწილეობის რისკების შესახებ.

2. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მმართველი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მან იცოდა, რომ პირი, რომელსაც უფლება მისცა, გამხდარიყო ფონდის მონაწილე (ინვესტორი), არ იყო გამოცდილი ინვესტორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/8.md
