---
title: "მუხლი 9. აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/9"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 1981090"
adopted: "2013-07-24"
consolidated_as_of: "2020-07-14"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-10-19"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-10-19.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2020-07-14), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/9

აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციებია:
ა) ფონდის წესების საფუძველზე საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) საინვესტიციო პორტფელებისა და ფულადი სახსრების მართვა, მათ შორის, საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების (პაის) გამოშვება, გაყიდვა და გამოსყიდვა, ფონდის/სქემის აქტივების ნომინალური მფლობელობის მომსახურება და საზედამხედველო ორგანოს წესებით განსაზღვრული სხვა ოპერაციების განხორციელება;
გ) საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, ინვესტორების (მათ შორის, საინვესტიციო პაის მფლობელთა) რეესტრის წარმოება, რეესტრიდან ამონაწერების გაცემა, შემოსავლების გადანაწილება;
დ) საინვესტიციო ფონდისა და საპენსიო სქემის აქტივების შეფასება და მათი პერიოდული გადაფასება;
ე) დეპოზიტართან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობა ფონდის აქტივების მართვის და საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ფონდის ინტერესების დაცვა მესამე პირთან ურთიერთობაში;
ვ) განსაზღვრული პერიოდულობით კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგების წარდგენა ფონდის/სქემის დამფუძნებლის, მეპაიეებისა და საზედამხედველო ორგანოსთვის საზედამხედველო ორგანოს მიერ შემუშავებული ფორმატით და დადგენილ ვადებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/10.md
