---
title: "მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1983746-amnistiis-shesakheb/1"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1983746"
adopted: "2013-07-29"
consolidated_as_of: "2013-08-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2013-08-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2013-08-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1983746-amnistiis-shesakheb/1

გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოს ნებაყოფლობით ჩააბარებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ  შეტყობინებას ან/და მათ ასლებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1983746-amnistiis-shesakheb/2.md
