---
title: "მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1983746-amnistiis-shesakheb/2"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1983746"
adopted: "2013-07-29"
consolidated_as_of: "2013-08-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2013-08-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2013-08-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1983746-amnistiis-shesakheb/2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება), 158-ე ან/და 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ან/და 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ შენახვა) ჩაიდინა ამ კანონის ამოქმედებამდე.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც გამოიყენა ან/და გაავრცელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია, კომპიუტერული მონაცემი, პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა, საფოსტო გზავნილი, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერი, ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული  შეტყობინება ან/და მათი ასლები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1983746-amnistiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1983746-amnistiis-shesakheb/3.md
