---
title: "მუხლი 2. თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — თბილისის ეროვნული პარკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/2"
law: "თბილისის ეროვნული პარკის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 20032"
adopted: "2007-11-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თბილისის ეროვნული პარკის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/2

1. თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, ეროვნული პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება – ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

2. თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5956 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/3.md
