---
title: "მუხლი 5. თბილისის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულით და ნავთობისა და გაზის  რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — თბილისის ეროვნული პარკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/5"
law: "თბილისის ეროვნული პარკის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 20032"
adopted: "2007-11-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. თბილისის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულით და ნავთობისა და გაზის  რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თბილისის ეროვნული პარკის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/5

ეს კანონი არ ვრცელდება თბილისის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში (გარდა „საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის 4 თებერვლის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1991–2001 წლებისათვის შედგენილი პროექტით განსაზღვრული ტერიტორიისა) ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);
ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
საქართველოს
2009
წლის
17
ივლისის
კანონი №
1533
-სსმ I, №
21
,
0
3
.

0⁸. 200
9წ; მუხ.
118
საქართველოს 2015 წლის 24 ივნისის კანონი №3740 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20032-tbilisis-erovnuli-parkis-shesakheb/6.md
