---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/1"
law: "იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 20092"
adopted: "2007-11-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/1

1. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნისა და მართვის სფეროში.

2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ბუნების ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ქონებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/2.md
