---
title: "მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/2"
law: "იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 20092"
adopted: "2007-11-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/2

1. ამ კანონის მიზნებია: ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმის დარეგულირება.

2. ამ კანონის ამოცანებია: ა) თვითმყოფადი ბუნებრივი კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, არქეოლოგიური კომპლექსების, ბუნების იშვიათი ძეგლების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა; ბ) იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფარგლებში მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლის, დაცვისა და აღდგენის უზრუნველყოფა; დ) ბუნების ძეგლების დაცვისა და აღდგენისათვის, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და მონიტორინგის განხორციელების ხელშეწყობა. თავი II. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/3.md
