---
title: "მუხლი 3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების კატეგორიები — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/3"
law: "იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 20092"
adopted: "2007-11-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების კატეგორიები — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/3

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ისინი იქმნება ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს: ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს; ბ) სათაფლიის აღკვეთილს; გ) პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლს; დ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს; ე) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს; ვ) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს; ზ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს; თ) (ამოღებულია - 23.03.2018, №2082); ი) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს; კ) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს; ლ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს; მ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს; ნ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს; ო) გაბზარული ტბის ბუნების ძეგლ ს ; პ) საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლ ს ; ჟ) სოლკოტა ს მღვიმის ბუნების ძ ეგლ ს ; რ) დიდღელ ი ს მღვიმის ბუნების ძეგლ ს ; ს) მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლ ს ; ტ) ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლ ს ; უ) ღლიანას მ ღვიმის ბუნების ძეგლ ს . საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4864 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2082 – ვებგვერდი, 05.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/4.md
