---
title: "მუხლი 5. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/5"
law: "იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 20092"
adopted: "2007-11-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/5

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ზონირების პრინციპს, რომლის შესაბამისად, დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციური ზონა/ზონები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/6.md
