---
title: "მუხლი 8. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვა — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/8"
law: "იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 20092"
adopted: "2007-11-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვა — იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/8

1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4402-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4864 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 54 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1654 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6930 – ვებგვერდი, 28.07.20120წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20092-imeretis-mghvimeebis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakh/9.md
