---
title: "მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20122-amnistiis-shesakheb/1"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 20122"
adopted: "2007-11-29"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 1 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20122-amnistiis-shesakheb/1

1. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.

209) 113-ე, 121-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 272-ე, 275-ე, 277-ე, 279-ე, 283-ე, 284-ე, 293-ე, მე-300, 301-ე, 302-ე, 303-ე, 344-ე, 344 1 , 356-ე, 358-ე, 360-ე, 361-ე, 377-ე, 377 1 , 383-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე, 390-ე-403-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 388-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/20122-amnistiis-shesakheb/2.md
