---
title: "მუხლი 7 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20122-amnistiis-shesakheb/7"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 20122"
adopted: "2007-11-29"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ამნისტიის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 7 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20122-amnistiis-shesakheb/7

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) პროკურორი.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

4. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ ამნისტიის საფუძველზე პირი მთლიანად თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20122-amnistiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20122-amnistiis-shesakheb/8.md
