---
title: "მუხლი 11¹. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების რანგირება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/11-1"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "11^1"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების რანგირება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 11¹ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/11-1

1. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობები ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;
ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;
გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;
დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.

2. პირველი რანგი არის ყველაზე მაღალი იერარქიული რანგი, ხოლო მეოთხე რანგი – ყველაზე დაბალი იერარქიული რანგი.

3. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების წესი და შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის, დახურული კონკურსის ჩატარებისა და შრომის ანაზღაურების გაცემის მიზნებისა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის, ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობები უთანაბრდება ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებისთვის დადგენილ შემდეგ იერარქიულ რანგებს:
ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა – პირველ რანგს;
ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობა – მეორე რანგს;
გ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობა – მესამე რანგს;
დ) პირველადი დიპლომატიური თანამდებობა – მეოთხე რანგს.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/11-2.md
