---
title: "მუხლი 15. დიპლომატიური თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/15"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. დიპლომატიური თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/15

დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან პირი წყვეტს ნებისმიერ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირი პოლიტიკურად ნეიტრალურია და არა აქვს უფლება, ეწეოდეს საქმიანობას/პროპაგანდას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, გაერთიანების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/16.md
