---
title: "მუხლი 17². დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/17-2"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "17^2"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17². დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 17² (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/17-2

1. დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა ხდება:
ა) დახურული კონკურსით (ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დახურული კონკურსი);
ბ) ღია კონკურსით (ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობის დასაკავებლად პირთა შერჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით). ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს აფასებს სამინისტროს საკონკურსო კომისია.

3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/17-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/18.md
