---
title: "მუხლი 17. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისადმი მოთხოვნები და დანიშვნის წესი — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/17"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისადმი მოთხოვნები და დანიშვნის წესი — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/17

1. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა.

2. დიპლომატიურ სამსახურში მიღებასთან და დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.

3. სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება გადაყვანის წესით, კონკურსის წესით ან უკონკურსოდ.
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,
№
24
,
13.08.2009
წ., მუხ.
147
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2041 - სსმ I, №37, 30.11.2009 წ., მუხ.275
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 1
7
მაისის
კანონი №
602
– ვებგვერდი,
07
.0
6
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/17-1.md
