---
title: "მუხლი 19¹. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/19-1"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "19^1"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19¹. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 19¹ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/19-1

1. დიპლომატიური თანამდებობის პირი (გარდა დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“ განსაზღვრული თანამდებობის პირისა) და ადმინისტრაციული პერსონალი არანაკლებ წელიწადში ორჯერ ექვემდებარებიან შეფასებას ამ კანონისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა:
ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, შესაფასებელი პირი მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, შესაფასებელი პირი არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, შესაფასებელი პირის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

3. შესაფასებელი პირის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/20.md
