---
title: "მუხლი 20. როტაცია — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/20"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. როტაცია — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/20

1. დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია თანამდებობის პირთა როტაცია.

2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის პირთა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით წარგზავნასა და სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383 - ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/21.md
