---
title: "მუხლი 23. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/23"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/23

1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი და ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პერსონალი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნონ ამ თანამდებობაზე.

2. სამინისტრო ვალდებულია წელიწადში ორჯერ განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირთა შერჩევა მათი გამოწვევის შემდეგ ამ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით.

3. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი სამინისტროში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.

4. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/24.md
