---
title: "მუხლი 24. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/24"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/24

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;
გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას;
დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ;
ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;
ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;
ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;
თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;
ი) თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;
ი
1
) მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების  ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.

1¹. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი.

2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,
№
24
,
13.08.2009
წ., მუხ.
147
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2091 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5562
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/25.md
