---
title: "მუხლი 28. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/28"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/28

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წელი.

2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.

2¹. განსაკუთრებულ
შემთხვევაში
,
მინისტრის
გადაწყვეტილებით
,
დიპლომატიური
თანამდებობის
პირი
/
ადმინისტრაციული
პერსონალი
როტაციის
წესით
სამუშაო
მივლინებით
შეიძლება
წარიგზავნოს
2
წლამდე
ვადით
.

2². (ამოღებულია - 14.05.2025, №582).

3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4082 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/29.md
