---
title: "მუხლი 29. „დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/29"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. „დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/29

1. მინისტრი უფლებამოსილია:
ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით;
ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით;
გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა დაკომპლექტდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

3. (ამოღებულია - 14.12.2022, №2297)
.
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,
№
24
,
13.08.2009
წ., მუხ.
147
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის დადგენილება №1
2
8 – ვებგვერდი, 23.05.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 1
7
მაისის
კანონი №
602
– ვებგვერდი,
07
.0
6
.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
კანონი
№1
051
– ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/30.md
