---
title: "მუხლი 3. დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/3"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/3

დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დიპლომატიური საშუალებებით საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა;
ბ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;
დ) საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცება;
ე) საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების განმტკიცება;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო პოლიტიკის გატარება;
თ) საზღვარგარეთ განლაგებული საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
კ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის ხელის შეწყობა;
ლ) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა;
მ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების განუხრელი დაცვისა და შემდგომი განვითარებისათვის ხელის შეწყობა.
საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ. 147

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/4.md
