---
title: "მუხლი 33. დიპლომატიური რანგების მინიჭება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/33"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. დიპლომატიური რანგების მინიჭება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/33

1. დიპლომატიური თანამდებობის პირებს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და შეფასების შედეგების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, გარდა უმაღლესი დიპლომატიური რანგებისა.

2. დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

3. დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობას მინისტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც მიენიჭა დიპლომატიური რანგი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იღებს დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულ დანამატს და უწყდება პროფესიული საჯარო მოხელის კლასისათვის დაწესებული საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/32-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/34.md
