---
title: "მუხლი 34. უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/34"
law: "დიპლომატიური სამსახურის შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 20158"
adopted: "2007-12-07"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება — დიპლომატიური სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დიპლომატიური სამსახურის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/34

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

1¹. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს უმაღლეს დიპლომატიურ რანგს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებითა და თანახელმოწერით.

2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოს:
ა) მინისტრს;
ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს;
გ) მინისტრის მოადგილეს;
დ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელსაც უკავია ან ეკავა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
კანონი
№1
051
– ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის
5
სექტემბრის
კანონი
№3375
– ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1624 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20158-diplomatiuri-samsakhuris-shesakheb/35.md
